შეხვედრაში გადამწყვეტი მე-4 მეოთხედი გამოდგა, რომელიც სტუმრებმა 10 ქულით მოიგეს.
მანუჩარი 31 წუთში თავის გუნდს 6 ქულით შეეწია (4-დან 3 ორქულიანი, 3-დან 0 სამქულიანი), 3-ჯერ მოხსნა ბურთი, 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 2 პერსონალური მიიღო..
მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი 27 ქულით მისი თანაგუნდელი რაიტი გახდა, ხოლო სტუმართაგან ყველაზე მეტი ქულა, 15 სმიტმა ჩააგდო.
"რეჯიო ემილია" სატურნირო ცხრილში 5 მოგებით მე-12 ადგილზეა.