9 იანვარს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "დენვერს" უმასპინძლა და ანგარიშით 124:114 დაამარცხა.
ზაზა ფაჩულია, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში და მოედანზე საბოლოო ჯამში 12 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ქართველმა ცენტრმა 4 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ზაზამ 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ორჯერ დაკარგა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 32 ქულა სტეფ კარიმ ჩააგდო, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა. სამაგიეროდ, ორმაგი დუბლი გაიფორმა დრეიმონდ გრინმა, რომელმაც ანგარიშზე 23 ქულა და 10 პასი ჩაიწერა. კლეი ტომპსონმა 19 ქულა მიითვალა. "უორიორსს" ერთ-ერთი ლიდერი კევინ დურანტი ტრავმის გამო არ ჰყავდა.
"დენვერიდან" სამმაგი დუბლით ნიკოლა იკოჩი გამოირჩა, რომელმაც 22 ქულა, 12 მოხსნა და 11 პასი მიითვალა.
"გოლდენ სტეიტს" უკვე 33-ე მოგება დაუგროვდა 41 შეხვედრაში და ამ მაჩვენებლით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს.
მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 11 დეკემბერს შინ "კლიპერსთან", ჩვენი დროით 07:30 საათზე გამართავს.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
კლიპერსი-ატლანტა 108:107
საკრამენტო-სან ანტონიო 100:107
ჩიკაგო-ჰიუსტონი 107:116
მინესოტა-კლივლენდი 127:99
ნიუ ორლეანი-დეტროიტი 112:109
ბრუკლინი-ტორონტო 113:114
ინდიანა-მილუოკი 109:96
11:00 09-01-2018
სტეფის 32! - ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "დენვერს" სძლიეს [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული