მანუჩარ მარკოიშვილის 11 ქულა და "რეჯიო ემილიას" წაგება "ასველთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროთასის მეორე ეტაპის პირველ ტურში სახლში "ლიმოჟის" განადგურების (87:54) შემდეგ, საქართველოს ნაკრების კაპიტნის მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილია" მეორე ტურში დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა საფრანგეთში ვილერბანის "ასველთან" 64:68.

მანუჩარი კარგად გაისარჯა და  თავის გუნდს 11 ქულით შეეწია (7-დან 3 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო). მან 2-ჯერ მოხსნა ბურთი და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 17 ქულით მისი თანაგუნდელი ამადეო დელა ვალე იყო, ხოლო მასპინძელთაგან დერილ უიტკინსი (15).

ჯგუფში პირველ ადგილზე 2 მოგებით ყაზანის "უნიკსია", რომელსაც "რეჯიო ემილია" 16 იანვარს
სტუმრად შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული