ზაზა ფაჩულიას 12 ქულა 16 წუთში! - "გოლდენ სტეიტს" დურანტის 40-მა ქულამ ვერ უშველა [VIDEO]

AutoSharing Option
11 იანვარს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "კლიპერსს" უმასპინძლა და ანგარიშით 106:125 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ოკლენდელებს ორი ლიდერი, სტეფ კარი და კლეი ტომპსონი არ ჰყავდათ. ამიტომ ქულების დაგროვება კევინ დურანტს მოუწია, თუმცა ასევე 12 ქულა თავის გუნდს ზაზა ფაჩულიამაც მიაშველა.

აღსანიშნავია, რომ კევინ დურანტის შემდეგ, რომელმაც 40 ქულა მიითვალა, მეორე მაჩვენებელი ქულებში ქართველ ცენტრს ჰქონდა.

არადა, ფაჩულია მოედანზე მხოლოდ 15:49 წუთი იმყოფებოდა. ზაზა, რა თქმა უნდა, სასტარტო ხუთეულში იყო. მან 4-ჯერ მოხსნა ბურთი და თითო პასი და ჩაჭრა გააკეთა. ფაჩულიამ
6-დან ოთხი 2-ქულიანი ჩააგდო და 4-დან 4 საჯარიმო.

  • ზაზა ფაჩულიას 12 ქულა და მომენტები "კლიპერსთან" მატჩში

პარკეტზე იყო ადამიანი, რომელმაც დურანტზე მეტი ჩააგდო. "კლიპერსის" კალათბურთელმა ლუ უილიამსმა 50 ქულა მიითვალა, რაც მის კარიერაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

  • გოლდენ სტეიტი - ლოს ანჯელეს კლიპერსი 106:125

მიუხედავად წაგებისა, "გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციას 33 მოგებითა და 9 მარცხით კვლავ ლიდერობს. ოკლენდელებმა 5-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტეს.

მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 13 იანვარს, სტუმრად "მილუოისთან" ჩვენი დროით 05:00 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

დენვერი-ატლანტა 97:110
ჰიუსტონი-პორტლენდი 121:112
მემფისი-ნიუ ორლეანი 105:102
მილუოკი-ორლანდო 110:103
მინესოტა-ოკლაჰომა 104:88
ბრუკლინი-დეტროიტი 80:114
ნიუ იორკი-ჩიკაგო 119:122
შარლოტი-დალასი 111:115
ინდიანა-მაიამი 106:114
იუტა-ვაშინგტონი 104:107
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვირმა ...ჯო, გაგეჭედა ისევ ცხოვრებაში გაჭედილო?
შიბლაუსკასავ
13:04 12-01-2018
0
მსოფლიოს უძლიერეს გუნდში წარმატებულმა მოთამაშემ ნაკრები რატომ დატოვე?
ჯო
00:32 12-01-2018
1

სიახლეები პოპულარული