01:44 20-01-2018
გიორგი შერმადინის "უნიკახამ" რეალი" დაამარცხა [VIDEO]
AutoSharing Option
გიორგი მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში დააყენა, 18:22 წუთი ათამაშა და ქართველი ცენტრალური თავდამსხმელი თავის გუნდს 6 ქულით შეეწია (3-დან 1 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო), მან 7-ჯერ მოხსნა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ერთხელ დაუფარა მეტოქეს და 1 პერსონალური მიიღო.
მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი 16 ქულით ბლანკოსელი ლუკა დონჩიჩი იყო, ხოლო "უნიკახადან" ყველაზე მეტი, 15-15 ქულა რეი მაკალუმმა და ადამ ვაჩინსკიმ ჩააგდეს.
შეხვედრის MVP დონჩიჩი გახდა, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტი 24 გახლდათ.
"უნიკახა" 8 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა და 25 იანვარს თორნიკე შენგელიას "ბასკონიას" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული