დურანტის სამმაგი დუბლი და ფაჩულიას 9 ქულა - "გოლდენ სტეიტი" შეუჩერებელია! [VIDEO]

AutoSharing Option
26 იანვარს ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "მინესოტას" უმასპინძლა და ანგარიშით 126:113 დაამარცხა.

"უორიორსი" სტუმრების წინაშე საბრძოლო ტრადიციული ხუთეულით წარდგა: სტეფ კარი, დრეიმონდ გრინი, კლეი ტომპსონი, კევინ დურანტი, ზაზა ფაჩულია.

ქართველმა ცენტრმა მოედანზე, საერთო ჯამში, 16:29 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 9 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ზაზამ 8-დან 4 ორქულიანი და 2-დან ერთი საჯარიმო ჩააგდო.


შეხვედრაში ყველაზე მეტი, 31 ქულა კარლ-ენტონი თაუნსმა ჩააგდო, ხოლო "გოლდენ სტეიტს" კევინ
დურანტმა ულიდერა, რომელმაც სამმაგი დუბლი გაიფორმა. დურანტმა 28 ქულას 11 პასი, 10 მოხსნა, 3 ბლოკი და 2 ჩაჭრა მიამატა.

25-25 ქულა მიითვალეს სტეფ კარიმ და კლეი ტომპსონმა.


"უორიორსი" დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს და უახლოეს მდევარ "ჰიუსტონს" 5 მოგებით უსწრებს, თუმცა "როკეტსს" 3 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 28 იანვარს, შინ "ბოსტონთან", ჩვენი დროით 05:30 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

დენვერი-ნიუ იორკი 130:118
ოკლაჰომა-ვაშინგტონი 121:112
მაიამი-საკრამენტო 88:89
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული