მაიკლ დიქსონის “ბაჰჩეშეჰირი” ფედერაციის თასის მფლობელია

AutoSharing Option
მაიკლ დიქსონი და მისი “ბაჰჩეშეჰირი” თურქეთის ფედერაციის თასის მფლობელია. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული წევრის გუნდმა ფინალურ მატჩში 89:59 გაანადგურა “ტურკ ტელეკომი” და ნამატჩევს თასი თურქეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ჰიდაიეთ თურქოღლუსგან ჩაიბარა.

დიქსონმა მოედანზე 16 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. მაიკლმა 2-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 სამიანი ჩააგდო, 1 საჯარიმო კი ააცილა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული