3 თებერვალს გამთენიისას ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის ფარგლებში "საკრამენტო კინგს" ესტუმრა და ანგარიშით 119:104 დაამარცხა.
ქართველი ცენტრი ტრადიციისამებრ სასტარტო ხუთეულში და მოედანზე საერთო ჯამში 21:48 წუთში 8 ქულა, 13 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი, ბურთ 3-ჯერ დაკარგა. ზაზამ 6-დან 4 ორქულიანი ჩააგდო.
აღსანიშნავია, რომ ფაჩულიას მატჩში ყველაზე მეტი მოხსნა ჰქონდა. 13 მოხსნა ქართველისთვის მიმდინარე სეზონში "უორიორსის" მაისურით სარეკორდო მაჩვენებელია.
შეხვედრაში ყველაზე მეტი 33 ქულა კევინ დურანტმა ჩააგდო, სტეფ კარიმ 23 ქულა მიითვალა, ხოლო კლეი ტომსპონმა 20 ქულა.
"გოლდენ სტეიტს" 41 გამარჯვება დაუგროვდა და დასავლეთ კონფერენციაში კვლავ პირველ ადგილზეა.
მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 4 თებერვალს სტუმრად "დენვერთან" ჩვენი დროით 06:00 საათზე გამართავს.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
ოკლაჰომა-ნიუ ორლეანი 100:114
ფინიქსი-იუტა 97:129
მილუოკი-ნიუ იორკი 92:90
ფილადელფია-მაიამი 103:97
ბოსტონი-ატლანტა 119:110
ბრუკლინი-ლეიკერსი 99:102
ტორონტო-პორტლენდი 130:105
შარლოტი-ინდიანა 133:126
11:30 03-02-2018
ზაზა ფაჩულიას "საკრამენთოსთან" მატჩში ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული