ადრიატიკის ლიგის მე-19 ტურში გოგა ბითაძის "მეგა ბიმაქსი" 73:89 დამარცხდა "პარტიზანთან".
გოგამ ამჯერად საუცხოოდ ნამდვილად ვერ ითამაშა - 10:07 წუთში 5 პერსონალური მიიღო. მან 4 ქულა ჩააგდო (3-დან 2 ორქულიანი), 2-ჯერ მოხსნა ბურთი და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეები 17-17 ქულით "პარტიზანის" კალათბურთელები გროსი და სი იყვნენ, ხოლო ბითაძის გუნდიდან ყველაზე მეტი ქულა კანჩარმა ჩააგდო (12).
"მეგა ბიმაქსი" 6 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.