ემილიელებმა "სასარის" უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში - 65:63 დაამარცხეს, მარკოიშვილს კი მუხლის ტკივილის გამო არ უთამაშია.
როგორც ჩანს, საშიში არაფერია. როგორც იტალიური "გაძეტა დი რეჯიო" იტყობინება, ქართველი ლეგიონერი მუხლის ტკივილმა შეაწუხა და მატჩის წინა დღეს გუნდთან არ უვარჯიშია.
"რეჯიო ემილიას" მწვრთნელი "სასარისთან" მატჩის წინა დღეს კომენტარში ამბობდა, რომ მარკოიშვილის საკითხი, ითამაშებს თუ არა, გაურკვეველია. მანუჩარმა არ ითამაშა, თუმცა ამ ეტაპზე იმის თქმა შეიძლება, რომ მას ტრავმა არ
შემდეგ ტურში, 11 თებერვალს "რეჯიო ემილია" სტუმრად "დ'ორლანდოს" დაუპირისპირდება და იმედია, მანუჩარი ამ მატჩს მწყობრში შეხვდება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით