მაიკლ დიქსონმა თურქეთში თავის გუნდს მოაგებინა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებში ჩატარებული 2 მატჩის შემდეგ მაიკლ დიქსონი თავის გუნდ "ბაჰჩეშეჰირს" დაუბრუნდა და მას თურქეთის ჩემპიონატის მორიგი მატჩი მოაგებინა.

ბაჰჩეშეჰირელებმა სტუმრად "კარესი სპორს" 78:73 სძლიეს, დიქსონმა კი 29:40 წუთში 5 ქულა, 10 პასი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

მაიკლმა 4-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 6 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

"ბაჰჩეშეჰირმა" 15 მოგება და 9 მარცხი მოაგროვა და მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო შეხვედრას კი 3 მარტს, შინ, "ახისარ
ბელედიესთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული