ზაზა ფაჩულიას მაგივრად სასტარტოში ადგილი კვლავ ჯაველ მაკგის ეკავა, რომელმაც 20 წუთში 10 ქულა ჩააგდო. ქართველმა ცენტრმა კი პარკეტზე 6:21 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 1 მოხსნა და 1 დაკარგვა ჩაიწერა აქტივში.
შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო "უორიორს" სტეფ კარი ვერ ეხმარებოდა.
რაც შეეხება მატჩს, ყველაზე მეტი 40 ქულა კევინ დურანტმა ჩააგდო, კლეი ტომსპონმა კი 25 ქულა მიითვალა.
მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 11 მარტს სტუმრად "მინესოტასთან" ჩვენი დროით 23:30 საათზე გამართავს.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
კლიპერსი-კლივლენდი 116:102
საკრამენტო-ორლანდო 94:88
დენვერი-ლეიკერსი 125:116
მემფისი-იუტა 78:95
მილუოკი-ნიუ იორკი 120:112
ნიუ ორლეანი-ვაშინგტონი 97:116
ტორონტო-ჰიუსტონი 108:105
დეტროიტი-ჩიკაგო 99:83
ინდიანა-ატლანტა 112:87