დიქსონის "ბაჰჩეშეჰირმა" შინაურ კედლებში "ანტალიასპორს" 90:74 სძლია, მაიკლმა კი მოედანზე 35:40 წუთი გაატარა და 30 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 9-დან 6 ორქულიანი და 12-დან 6 სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
ცხადია, დიქსონი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, "ბაჰჩეშეჰირმა" კი 16 მოგება და 10 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე დამკვიდრდა. მაიკლის
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით