"უორიორსს" ერთბაშად სამი წამყვანი კალათბურთელი არ ჰყავდა. ტრავმების გამო გუნდს ვერ ეხმარებიან: სტეფ კარი, კევინ დურანტი, კლეი ტომპსონი და ომრი კასპი.
ზაზა ფაჩულია "სან ანტონიოსთან" სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 14:21 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ქართველმა ცენტრმა 6 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა, ხოლო ბურთი ერთხელ დაკარგა. ზაზამ 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო.
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 33 ქულა ლამარკუს ოლდრიჯმა ჩააგდო, რომელმაც ასევე 12 მოხსნაც
"გოლდენ სტეიტიდან" კი ქუინ კუკი გამოირჩა, რომელმაც 20 ქულა მიითვალა. დრეიმონდ გრინმა მხოლოდ 11 ქულის ჩაგდება შეძლო.
ეს ოკლენდელებისთვის უკვე მე-18 მარცხია სეზონში და "ჰიუსტონს" უკვე 3 მოგებით ჩამორჩებიან, მაგრამ დასავლეთ კონფერენციის ამ ორ გუნდს უკვე განაღდებული აქვს პლეი-ოფი.
მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 24 მარტს შინ, "ატლანტასთან", ჩვენი დროით 06:30 საათზე გამართავს. შეგახსენებთ, რომ ფაჩულია "ატლანტაში" 2005-დან 2013 წლამდე თამაშობდა.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
საკრამენტო-დეტროიტი 90:106
ბრუკლინი-მემფისი 118:115
მაიამი-დენვერი 149:141
ნიუ იორკი-ჩიკაგო 110:92
კლივლენდი-მილუოკი 124:117
ინდიანა-ლეიკერსი 110:100
ფილადელფია-შარლოტი 108:94