ჯობდა, არ ჩამოსულიყო - "სპურსის" ფანებმა ზაზა ფაჩულიას უსტვინეს

AutoSharing Option
ამერიკული მედიის ინფორმაციით, "სან ანტონიოსთან" დაპირისპირებაში "გოლდენ სტეიტის" ქართველ ცენტრ ზაზა ფაჩულიას "სპურსის" ქომაგებმა უსტვინეს.

"ყველა მომენტში, როდესაც ფაჩულია ბურთს მიიღებდა, "სან ანტონიოს" ფანები მას უსტვენდნენ. ხოლო, როდესაც ის ბურთს კარგავდა, მას ტაშს უკრავდნენ.

ამის მიზეზი შარშან მომხდარი ინციდენტია, როდესაც ზაზა ფაჩულიასა და კავაი ლეონარდის თამაშის დროს ამ უკანასკნელმა ტრავმა მიიღო. ლეონარდი ამ და სხვა ტრავმების გამო პარკეტზე ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა.

"სან ანტონიოს" ფანებს ერჩივნათ, ფაჩულია საერთოდ არ ჩამოსულიყო", - ნათქვამია სტატიაში.

აქვე გეტყვით, რომ ზაზა ფაჩულია "სან ანტონიოსთან"
სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 14:21 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ქართველმა ცენტრმა 6 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა, ხოლო ბურთი ერთხელ დაკარგა. ზაზამ 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული