თორნიკე შენგელიამ "ანდორასთან" მოგებულ მატჩში 18:21 წუთში 12 ქულა ჩააგდო

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" სახლში 88:75 დაამარცხა "ანდორა".

თორნიკე მწვრთნელმა ძალიან არ დატვირთა, 18:21 წუთი ათამაშა და დროის ამ მონაკვეთში მან 12 ქულა ჩააგდო (7-დან 4 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 4-ჯერ მოხსნა, 3-ჯერ ჩაჭრა, ერთხელ დაკარგა ბურთი, 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 1 პერსონალური მიიღო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 19 იყო.

მატჩის MVP ვიტორიელი ლიმანე დიოპი გახდა (24), ხოლო ყველაზე შედეგიანი 18 ქულით "ანდორას" კალათბურთელი ჯაკა  ბლაზიჩი იყო.

"ბასკონია" 19 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-2
ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული