გოგა ბითაძე NBA-ს დრაფტზე დადგება

AutoSharing Option
გოგა NBA-ს წლევანდელ დრაფტზე დადგება. ეს ბითაძის მენეჯერმა მიშკო რაჟტანოვიჩმა სოციალურ ქსელში დაადასტურა.

nbadraft.net-ი მის მეორე წრეში არჩევას ვარაუდობს. დრაფტი 21 ივნისს ბრუკლინში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისა და სერბული "მეგა ბიმაქსის" 18 წლის კალათბურთელი გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის ამომავალ ვარსკვლავებს შორის მე-2 ადგილზე გავიდა.

ადრიატიკის ლიგის დასრულებულ რეგულარულ სეზონში, სადაც "მეგა ბიმაქსმა" მე-9 ადგილი დაიკავა, გოგა საშუალოდ 11,8 ქულას, 6,9 მოხსნასა და 2,1 ბლოკს აკეთებდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ფაჩულია რო წავიდა ხო ბრდღვნიდა ყველაფერს იკ ნბა -ში განვითარდა და თან გაუმართლა ბევრი იშრომა და ჩემპიონიც გახდა. ვნახეთ ესეც რას იზავს სეიზლება მთლად გაიგიჟოს თავი, თნ ეს საშუალოდან კარგად ისვრის და მეგონი გაქაჩავს მთავრია ბევრი იშრომოს და ფიზიკურად მოემზადოს დანარჩენი გამართლებაშიც არის. აბა წარმატებები და ჩეპიონის ტიტული არაერთხელ მოგეპოვებინოს
reali
12:21 13-04-2018
1
გოგას ძალისმიერი ბრძოლები აქაც უჭირს და იქ ვფიქრობ ძალიან დაიჩაგრება,თან სათამაშო დროც ხომ უნდა გავითვალისწინოთ.ორი წელი მაინც ევროპაში,ისეთ გუნდში,სადაც დიდი სათამაშო დრო ექნება,საუკეთესო ვარიანტი იქნება გოგასთვის,თუ უფრო ადრე მომაგრდა,ერთი წლის შემდეგაც შეიძლება წასვლა.თორნიკე შენგელიას მაგალითი თვალწინ გვაქვს,მიუხედავად მისი შესანიშნავი ფიზიკური მონაცემებისა,ნბაში მაინც ვერ დამკვიდრდა,თუმცა იქ მიღებული პრაქტიკა ძალიან ადგება ევროპაში.შეიძლება გოგას შემთხვევაშიც ასე იყოს.ერთი სიტყვით მას გულშემატკივარი და მცოდნე მრჩეველის კონსულტაცია სჭირდება.ზაზა ალბათ გამოადგება ამისათვის.
სოსო
11:19 13-04-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული