ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფში თამაშს დღეს დაიწყებს

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" NBA-ს პლეი-ოფის სერიას დღეს დაიწყებს. "უორიორსის" მეტოქე "სან ანტონიო" იქნება.

გასულ სეზონში ეს გუნდები ერთმანეთს ნახევარფინალურ სტადიაზე შეხვდნენ. მაშინ "გოლდენ სტეიტმა" "სპურსს" სერია მშრალად, ანგარიშით 4:0 მოუგო.

სწორედ მაშინ სერიის პირველივე შეხვედრაში "სპურსის" ლიდერმა კავაი ლეონარდმა ზაზა ფაჩულიას ფეხზე დაშვების შემდეგ მიიღო ტრავმა და თავის გუნდს ვერ დაეხმარა.

შეგახსენებთ, რომ პლეი-ოფის სერიები 4 მოგებამდე გრძელდება. ზაზა ფაჩულიას გუნდი პირველ მატჩს შინ, 14 აპრილს, ჩვენი დროით 23:00 საათზე გამართავს. სხვა მატჩები 15 და 16 აპრილს გაიმართება.

NBA. პლეი-ოფები: ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტის" მეტოქე ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული