"გოლდენ სტეიტმა" "სან ანტონიოს" ზაზა ფაჩულიას გარეშე სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს პლეი-ოფის სერიის პირველ მატჩში ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" ოკლენდში ადვილად დაამარცხა "სან ანტონიო" 113:92.

ამ შეხვედრაში "უორიორსის" მწვრთნელმა სტივ კერიმ შემადგენლობაში რამოდენიმე ცვლილება განახორციელა - ფაჩულიას ნაცვლად ჯავეილ მაკგი, ხოლო ტრავმირებული სტეფ კარის მაგივრად ანდრე იგუადალა ათამაშა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 27 ქულით კალიფორნიელი კლეი ტომპსონი იყო, მისმა თანაგუნდელმა კევინ დიურანტმა 24 ქულა ჩააგდო, 8-ჯერ მოხსნა ბურთი და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მაკგის ანგარიშზე 15 ქულა, 4 მოხსნა და 2 დაფარებაა.  "სან ანტონიოდან" ყველაზე მეტი, 15 ქულით თავის გუნდს
რუდი გეია შეეწია.

შეგახსენებთ, პლეი-ოფის სერიები 4 მოგებამდე გრძელდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ისევ საკუთარ თავს ელაპარაკები შიბლატროლი? :DDDDD
შიბლაუსკასავ
18:32 15-04-2018
1
ზაზამ ამოწურა საკუთარი თავი გოლდენში!!!
Musenbezi
12:29 15-04-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული