"გოლდენ სტეიტი" "სან ანტონიოსთან" სერიაში 3:0 დაწინაურდა, ზაზა კვლავ არ თამაშობს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 აპრილს ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" პლეი-ოფის სერიის მესამე შეხვედრაში სტუმრად "სან ანტონიო" ანგარიშით 110:97 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით ოკლენდელები 3:0 დაწინაურდნენ და სერიის მოგებამდე ერთი გამარჯვება აკლიათ.

სამწუხაროდ, ქართველ ცენტრს მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა არც ამ მატჩში დაუთმო სათამაშო დრო.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 26 ქულა კევინ დურანტმა ჩააგდო, კლეი ტომპსონმა კი 19 ქულა მიითვალა, ხოლო "სან ანტონიოში" ყველაზე მეტად ლამარკუს ოლდრიჯი გამოირჩა, რომელმაც 18 ქულა და 10 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.

სერიის მეოთხე მატჩი სან ანტონიოში 22 აპრილს, ჩვენი დროით 23:30
საათზე გაიმართება.

დღის სხვა მატჩები:

ნიუ ორლეანი-პორტლენდი 119:103 (3:0)
მაიამი-ფილადელფია 108:128 (2:1)
მკითხველის კომენტარები / 8 /
აგაცანცარა შემქმნელმა ისევ, როგორც გაცანცარებდნენ ქსნის ზონაში ყოველ დღე რამდენიმე წლის განმავლობაში შიბლაკაცავ. :DDDD
შიბლატროლი
21 აპრილი 2018 13:34
0
მგონი, ზაზას "გოლდენ"-შიც მოუგროვდა იმდენი დამსახურება, რომ უთამაშებლად ჩაიდოს ჩემპიონის კიდევ ერთი ბეჭედი... თანამედროვე ენაზე ამას ბულინგი უნდა ერქვას, თუმცა, რუსული "დედოვშინა" უფრო სრულად ასახავს სიტუაციას... და ამ მანიაკს ნეტა რა დავუშავე?!... არა, თქვენ არ გეკითხებით, თავად თუ იცის?!...
მსქროლავი ტროლი
20 აპრილი 2018 16:51
2
ცუდი და კარგი პოლიციელის ტაქტი არჩიე შიბლაკაცი? მაინ ვერ გიშველა, აბა მიხვდი რატომ? :DDDDDD
შიბლატროლის
20 აპრილი 2018 14:37
6
რა უცებ გადაქცეულხარ შიბლატროლიდან შიბლავახოდ, ორი წუთიც არ დაგჭირვებია თუ კომენტარების გამოქვეყნების დროს შეხედავ.
შიბლა ტროლო
21 აპრილი 2018 13:38
1
საღოლ შიო )))))))
vaxo
20 აპრილი 2018 16:49
2
ამ დილით იყო სიტუაცია, გრინი სამქულიანის დისტანციაზე სპეციალურად დატოვეს დაცვის გარეშე, დანარჩენები კი მჭიდრო დაცვის ქვეშ ყავდათ, რომ გრინს ესროლა და ვერ ჩაეგდო, ამ ტაქტიკასაც ხშირად მიმართავენ პოპოვიჩელები, გრინმა კი ჩააგდო სამიანი და პოპოვიჩელებს გვარიანადაც აგინა ასეთი შეურაწყოფისთვის, ესაა მთავარი მიზეზი კერი ზაზას რომ არ ათამაშებს პოპოვიჩელების წინაამღდეგ, ვინაიდან ერთ ერთი ცუდი მსროლელია გუნდში, იგივე მიზეზით არ ათამაშებს ბელს და იანგს.
შემდეგ გუნდებთან კი ეს სამეული ითამაშებს და საკმაოდ კარგადაც.
)))))
20 აპრილი 2018 14:14
0
დღეს რომ ზაზას ეთამაშა, სტივ კერის გენიალურობაში ეჭვი შემეპარებოდა, კავაის გარეშე დეზები ერთი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი გუნდია, ზაზას თამაში სრულიად ზედმეტად დაძაბავდა და გააფუჭებდა თამაშს, დაიწყებდნენ სტვენას, ბუუუს და ა.შ. რისთვის, რა საჭიროა, მშვიდად და აუღელვებლად მოიგეს სამი თამაში, მეოთ ესაც მიაყოლებენ და მორჩება ამით. იმდენად შეკრული და მეგობრული გუნდია გოლდენი, არაფერში არ სჭირდებათ ზედმეტი დაძაბვა და ნერვიულობა, ნამდვილი ომი აწი იწყება, ეს უბრალოდ გასეირნება იყო. ასე მგონია არც მეოთხე თამაშში არ იქნება ზაზა და ეს სწორი ნაბიჯი იქნება კერისგან.
bmb
20 აპრილი 2018 12:26
1
უდარდელი ბეჭედი შეხვდება ზაზუშას :))))))
beqa
20 აპრილი 2018 11:58
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული