Sports Illustrated: ყველაფერ ამის გათვალისწინებით, გოგა ბითაძეს დრაფტზე შანსი აქვს

AutoSharing Option
Sports Illustrated-მა NBA-ს დრაფტზე მონაწილე კალათბურთელების ვინაობა გამოაქვეყნა, სადაც ქართველი გოგა ბითაძეც მოხვდა.

საიტზე 18 წლის ქართველის შესახებ წერია:

"ძლიერი სხეულით გოგა ბითაძე "მეგა ბიმაქსისთვის" ნამდვილად მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ამ კლუბმა ბოლო წლებში დრაფტზე უკვე რამდენიმე მოთამაშე გააგზავნა.

ბითაძე განსაკუთრებით პროდუქტიულია მოხსნებსა და დაფარებებში. ის სწრაფად მანევრირებს და კარგად ისვრის ნახტომში, თუმცა ამ კომპონენტში დახვეწა მაინც სჭირდება.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, მას დრაფტზე შანსი ნამდვილად აქვს", - წერია საიტზე.

შეგახსენებთ, რომ NBA-ს დრაფტი 21 ივნისს ბრუკლინში გაიმართება.

▶ Eurohoops.net: გოგა ბითაძეს შეუძლია,
ზაზა ფაჩულიაზე მეტს მიაღწიოს


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული