თორნიკე შენგელიას "ბასკონია" ევროლიგიდან გავარდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის პლეი-ოფის მეოთხე მატჩში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" საკუთარ მოედანზე დამარცხდა "ფენერბეხჩესთან" 83:92, სერიაში ანგარიში 1:3 გახდა და შემდეგ ეტაპზე სტამბოლური გუნდი გავიდა.

თორნიკემ 25:41 წუთში 11 ქულა ჩააგდო (4-დან 3 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო), 2-ჯერ მოხსნა ბურთი, ერთხელ დაუფარა მეტოქეს, 3 პერსონალური მიიღო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 13 გახლდათ.

მისი გუნდიდან ყველაზე შედეგიანი 14 ქულით ვენსან პუარიე იყო, ხოლო "ფენერბახჩეს" კალათბურთელებმა მარკო გუდურიჩმა და ნიკოლო მელიმ შესაბამისად 22 და 21 ქულა ჩააგდეს.


მკითხველის კომენტარები / 2 /
თამაში არ მინახავს მაგრამ ცოტა უსვრია შენგელიას რატომ?ოთხიდან სამი ჩაუგდია და გაუგებარია რატომ არ ისროლა მეტი.
პაატა
12:57 27-04-2018
0
წინა თამაშებშიც იგრძნობოდა,რომ ფენერბახჩეს მეტი რესურსი ჰქონდა.
სოსო
10:30 27-04-2018
0

სიახლეები პოპულარული