გოგამ კვლავ კარგად იასპარეზა: 30:11 წუთში 17 ქულა ჩააგდო (14-დან 7 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 6-დან 3 საჯარიმო), 9-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა, 5-ჯერ დაკარგა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 3 პერსონალური მიიღო.
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 27 ქულით ზლატიბორელი დრაგოსლავ პაპიჩი გახდა.
"მეგა ბიმაქსი" 2 მოგებით მე-4 ადგილზეა და 3 მაისს გასვლაზე "ტამისს" ხვდება.