გოგა ბითაძე დაბრუნდა და "ბორაცს" 13 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
გოგა ბითაძის "მეგა ბიმაქსი" სერბეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში სტუმრად დამარცხდა "ბორაცთან" 77:89.

გოგამ კოჭ-წვივის ტრავმა მოირჩინა და "ბორაცთან" შეხვედრაში 31:26 წუთში 13 ქულა ჩააგდო (4-დან 3 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 7-დან 4 საჯარიმო), 5-ჯერ მოხსნა ბურთი და 2 პერსონალური მიიღო.

ის თავის გუნდში კაპარიჩთან და ასცერიჩთან ერთად ყველაზე შედეგიანი იყო, ხოლო მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 22 ქულით სტოიდნოვიჩი (ბორაცი) გახდა.

"მეგა ბიმაქსი" 5 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.

ბითაძემ Sportall.ge-ს განუცხადა, რომ NBA-ს დრაფტზე მონაწილეობის მიღებაზე შესაძლოა, უარი თქვას და
გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებს, თუ როგორი შეთავაზება ექნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული