დიქსონის 12 ქულა და გამარჯვება ნახევარფინალის მეორე მატჩში

AutoSharing Option
თურქულმა “ბაჰჩეშეჰირმა”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი გამთამაშებელი მაიკლ დიქსონი იცავს, პირველი ლიგის ნახევარფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

“ბაჰჩეშეჰირს” “ბურსასპორთან” პირველი გასვლითი მატჩი 71:76 ჰქონდა წაგებული, მეორეში კი მეტოქეს აჯობა და 5 ქულის სხვაობით – 69:64 იმარჯვა. დიქსონი სასტარტო ხუთეულში იყო და 29:56 წუთში 12 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. მაიკლმა 4-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

სტუმრად მოგებული მატჩის წყალობით “ბაჰჩეშეჰირს” მოედნის უპირატესობა
აქვს და მომდევნო ორ მატჩს (19 და 21 მაისს) შინაურ არენაზე თუ მოიგებს, ფინალში გავა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული