მიუხედავად იმისა, რომ "პარტიზანმა" "მეგა ბიმაქსი" დაჯაბნა, გოგა ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო: მან 27:04 წუთში 17 ქულა ჩააგდო (6-დან 6 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი, 7-დან 5 საჯარიმო), 6-ჯერ მოხსნა, 3-ჯერ ჩაჭრა, 2-ჯერ დაკარგა ბურთი, 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, მასზე 7-ჯერ დაჯარიმდნენ, 4 პერსონალური მიიღო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 27 იყო.
ბითაძის გუნდი "პარტიზანს" მეორე მატჩში 24 მაისს უმასპინძლებს.