ჩემპიონობას საფრთხე დაემუქრა - "ჰიუსტონი" "გოლდენ სტეიტთან" სერიაში დაწინაურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 მაისს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფის სერიის მე-5 მატჩში "ჰიუსტონ როკეტსს" ესტუმრა და ანგარიშით 94:98 დამარცხდა.

სამწუხაროდ, ქართველ ცენტრს კვლავ არ მისცემია სათამაშო დრო.

ზაზა ფაჩულია კვლავ არ ათამაშესამ მოგებით "როკეტსი" სერიაში 3:2 დაწინაურდა, რაც მოქმედ ჩემპიონებს დიდ თავსატეხად დაუჯდათ. ახლა ოკლენდელებს სერიის მოსაგებად წაგების უფლება არ აქვთ, სხვა შემთხვევაში ისინი საჩემპიონო მარათონს ჩამოსცილდებიან.

საფინალო სირენამდე 1:21 წუთით ადრე ერიკ გორდონმა სამქულიანით "ჰიუსტონი" 95:91 დააწინაურა. 6 წამში სამიანითვე უპასუხა გრინმა - 95:94.

ამის შემდეგ "გოლდენ სტეიტის" კალათბურთელებს გადასწრების არაერთი შანსი მიეცათ, თუმცა ვერ
გამოიყენეს. საფინალო ანგარიში კი გორდონის ზუსტი საჯარიმოების შემდეგ დაფიქსირდა - 98:94. საბოლოოდ მან თავის გუნდს 24 ქულა მოუტანა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 29 ქულა კევინ დურანტმა ჩააგდო. კლეი ტომპსონმა და სტეფ კარიმ შესაბამისად 23 და 22 ქულა მოაგროვეს. ორმაგი დუბლით გამოირჩა დრეიმონდ გრინი, რომელმაც 12 ქულა და 15 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. მეტოქეს არ ჩამორჩა კლინტ კაპელა და ასევე ორმაგი დუბლი გაიფორმა - 12 ქულა და 14 მოხსნა.

კრის პოლმა და ჯეიმს ჰარდენმა, შესაბამისად, 20 და 19 ქულა ჩააგდეს.

სერიის მე-6 მატჩი ოკლენდში 27 მაისს, ჩვენი დროით 05:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბოლო 2-3 წელიწადია ნბა ჩემთვის არის მხოლოდ ზაზა, დანარჩენი არ მაინტერესებს. თუ ზაზას არ ათამაშებენ (რატომ ვერ გავიგე??) მაშინ გოლდენ სტეიტი იქნება თუ ჰიუსტონ როკეტსი ჩემთვის სულერთია. არც ამერიკული კალათბურთი მომწონს. მირჩევნია ევროპული კალათბურთის ყურება!
aburjga
14:56 25-05-2018
1
სტივ კერის დიდი დამსახურება იქნება თუ გოლდენი ვერ გავა ფინალში .. ორი მეტრი და 11 სანტიმეტრიანი ხალხი სკამზე ზის, და თამაშობს რაღც გაუგებარ კალათბურთს ქვინ კუკი შეიძლება ძალინ კარგიცაა მაგრამ მაგზე უფრო მაღლები რო დაეყენებინა და კევინ ლუნის ნაცვლად ზაზა ან მაგის დრო მიეცეს ისინი უპრობლემოდ მოიგებენ თან გასულ წელს ზაზას და მაგის დიდი დამსახურებით გავიდნენ ფინალში და პლეიოფის 15 თამაში მოიგეს მხოლოდ ერთი მარცხით გახდნენ ჩემპიონები სადაც ზაზა სასტარტოში იწყებდა და მაგი ზაზას ცვლიდა. ეხლა კი ხედავთ რახდება ფორთხიალობს რაგაცას .. რატო შეცვალა ტაქტიკა თან ზაზა და მაგის ტრამვაც არაქვთ .. ვერ მივხვდი რაუნდა სტივ კერის .. ამდილით რო იფორთხიალა ბოლო წამებზე გოლდენმა სასაცილო იყო პირდაპირ კარიმ რომელიც თავისი საძინებლიდან რო ისვრის ზოგჯერ და აგდებს ასეთმა კაცმა თავის თავზე არ აიღო თამაში და არც დურანტმა არც ტომსონმა და გრინს მისცეს პასი და იმან კი ფეხბურთის ილეთით გათამაშა ბურთი .. მოკლედ კაი კომედია კი იყო გოლდენი ამ დილით რა.. გაყიდული თამაშის სუნი მცემს უფრო სწორედ გაყიდული ჩემპიონობის.. ამდილით რანაირი შტაბეჩტილება დამრჩა იცით გოლდენი ბოლოს არ ისროდა არიქა არ ჩავგდოთ და არ მოვიგოთო და ეშინოდნენ ამიტომ ბურთის არ ისროდნენ გრისნ ასროლინესდა იმან შემთხვევით ჩააგდოდა იმის მერე საერთოდ არვინ ისროლა ისე წაგეს .. როგორ ისროდნენ რო ჩავრდნილიყო შემთხვევით ხო მოიგებდნენ და მოგება კიარ უნდოდათ თუ არ გჯერათ დაბრუნეთ და აუყურეთ თუ ასე არ იყო. ცნობისთვის კევინ ლუნი წინა მატჩში 26 წუთი 4 ქულა 6 მოხსნა და 1 პასი ამდილით 21 წუთი 4 ქულა და 3 მოხ 2 პასი და ზაზა ფაჩულია ზის სკამზე კაცი რომელიც სასტარტოში იწყებდა პლეიოპფში გასულ სეზონშიდა 15 მოგებითდა ერთი წაგებით გახდა ჩემპიონი..ლუნის მაჩვენებლეს ორჯერ მეტს აკეთებს და თან ლუნიზე მიცემული დროის ნახევარში ვაი სტივ კერი ვაი ვაი შენ. არ გნდომებია შენ ჩემპიონობა .. .....
reali
17:40 25-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული