ზაზას გარეშე - დურანტის 43 ქულა და "გოლდენ სტეიტი" ფინალში 3:0 დაწინაურდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 ივნისს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" NBA-ს ფინალური სერიის მესამე შეხვედრაში "კლივლენდ კავალიერსს" ესტუმრა და ანგარიშით 110:102 დაამარცხა.

სამწუხაროდ, ქართველ ცენტრს სათამაშო დრო არ მისცემია. არადა, წინა მატჩში მან მართალია, მცირე დრო, 3 წუთი ითამაშა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში 6 ქულა ჩააგდო.

altზაზა ფაჩულია 6 ქულით დაბრუნდა! - "უორიორსმა" "კლივლენდს" მეორეც მოუგო [VIDEO]


"უორიორსმა" სერიის მესამე მატჩი კევინ დურანტის წინამძღოლობით მოიგო, რომელმაც შეხვედრაში ყველაზე მეტი, 43 ქულა ჩააგდო. ამასთან ერთად, მან 13 მოხსნა და 7 პასი მოაგროვა.

კევინ დურანტის გადამწყვეტი3-ქულიანი

მომდევნო ქულებით ლებრონ
ჯეიმსი იყო, რომელმაც სამმაგი დუბლი გაიფორმა. ლებრონმა 33 ქულა, 11 პასი და 10 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. ორმაგი დუბლი გააკეთა კევინ ლავმა, რომელმაც 20 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა.

აღსანიშნავია, რომ სტუმრების სხვა კალათბურთელები 20-ქულიან ზღვარს ვერ ასცდნენ. სტეფ კარიმ 11 ქულა ჩააგდო, ხოლო ჯორდან ბელმა, დრეიმონდ გრინმა, ჯავალ მაკგიმ და კლეი ტომპსონმა 10-10 ქულა მოიპოვეს.

გუნდებს შორის მომდევნო მატჩი კვლავ კლივლენდში, 9 ივნისს, ჩვენი დროით 05:00 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ჩკუა უნდა ყველაფერს მაგარი ხარ ზაზა წინასწარ გილოცავ მეორე ოქროს ბეცედს
შოთა გუგეშაშვილი
18:51 07-06-2018
0
ფაჩულია ფორმულა 1-ის პილოტივითაა. ზის და ისე მიიწევს ტიტულისაკენ ))))
vaxo
13:49 07-06-2018
6

სიახლეები პოპულარული