thesportster: NBA-ში ზაზა ფაჩულიას კარიერა დასასრულს მიუახლოვდა

AutoSharing Option
პორტალი thesportster-ი იუწყება, რომ მომავალ სეზონში NBA-ს 10 ვეტერანი კალათბურთელი დატოვებს და მათ ახალგაზრდები შეცვლიან. წამსვლელთა შორის "გოლდენ სტეიტის" ქართველი ცენტრალური თავდამსხმელი ზაზა ფაჩულია სახელდება:

"გოლდენ სტეიტი" ზედიზედ მეოთხედ გავიდა ფინალში, გასულ სეზონში და ამ სეზონის პლეი-ოფებამდე ზაზა სასტარტო ცენტრი იყო, მაგრამ მომავალ სეზონში ის გუნდს დატოვებს.

შარშანდელი კონფერენციის ფინალში ფაჩულია კავაი ლეონარდს შეეჯახა, ლეონარდმა მძიმე ტრავმა მიიღო და სერიის დარჩენილი მატჩების გამოტოვება მოუწია. ამის გამო წესებში ცვლილება შეიტანეს და სასჯელი გა
ამკაცრეს.

ზაზა წინა სეზონში მატჩში საშუალოდ 6.1 ქულას აკეთებდა, ამ სეზონში კი - 5.4 ქულას. უნდა ვაღიაროთ, ის ძირითადი ცენტრი იმიტომ გახდა, რომ ვეტერანის კონტრაქტს დათანხმდა. 2016 წელს "უორიორსმა" კევინ დიურანტი შეიძინა და უფრო დიდ ხელფასს ცენტრს ვერ გადაუხდიდა.

უკანასკნელ 2 სეზონში დიდი გამოცდილება შეიძინეს ახალგაზრდებმა და ფაჩულიას კარიერა გუნდში და NBA-ში დასასრულს მიუახლოვდა.

ფაჩულია უკვე გუნდისთვის ძველებურად სასარგებლო არაა, მხოლოდ დაცვაში ფარქვეშ დამაჯერებლად თამაშობს და მოხსნებში კარგია.

ლიგაში უკვე ბევრი გუნდი თამაშობს მძიმე ცენტრის გარეშე, ჯორდან ბელი ფიზიკურად ძლიერია, ფლანგზეც შეუძლია თამაში და მართალია, ტრავმის გამო ბევრი გაუცდა, თუმცა გუნდის მომავალი ძირითადი ცენტრია".
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 16 /
დიდი ალბათობით ამის დონეზე კაი ხანს ვერ მივა ვერცერთი ქართველი შედეგს ვგულისხმობ.ამისგან კიდე კაი ფედერაციის პრეზიდენტი გამოვიდოდა რათქმაუნდა თუ თავად მოისურვებს.წარმატებას ვუსურვებ სადაცარუნდა იყოს.
zaza
15:10 10-06-2018
0
ბოღმა ნიუსის დაკვეთილი სტატიაა:))
valderrama
09:42 09-06-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული