thesportster: NBA-ში ზაზა ფაჩულიას კარიერა დასასრულს მიუახლოვდა

AutoSharing Option
პორტალი thesportster-ი იუწყება, რომ მომავალ სეზონში NBA-ს 10 ვეტერანი კალათბურთელი დატოვებს და მათ ახალგაზრდები შეცვლიან. წამსვლელთა შორის "გოლდენ სტეიტის" ქართველი ცენტრალური თავდამსხმელი ზაზა ფაჩულია სახელდება:

"გოლდენ სტეიტი" ზედიზედ მეოთხედ გავიდა ფინალში, გასულ სეზონში და ამ სეზონის პლეი-ოფებამდე ზაზა სასტარტო ცენტრი იყო, მაგრამ მომავალ სეზონში ის გუნდს დატოვებს.

შარშანდელი კონფერენციის ფინალში ფაჩულია კავაი ლეონარდს შეეჯახა, ლეონარდმა მძიმე ტრავმა მიიღო და სერიის დარჩენილი მატჩების გამოტოვება მოუწია. ამის გამო წესებში ცვლილება შეიტანეს და სასჯელი გა
ამკაცრეს.

ზაზა წინა სეზონში მატჩში საშუალოდ 6.1 ქულას აკეთებდა, ამ სეზონში კი - 5.4 ქულას. უნდა ვაღიაროთ, ის ძირითადი ცენტრი იმიტომ გახდა, რომ ვეტერანის კონტრაქტს დათანხმდა. 2016 წელს "უორიორსმა" კევინ დიურანტი შეიძინა და უფრო დიდ ხელფასს ცენტრს ვერ გადაუხდიდა.

უკანასკნელ 2 სეზონში დიდი გამოცდილება შეიძინეს ახალგაზრდებმა და ფაჩულიას კარიერა გუნდში და NBA-ში დასასრულს მიუახლოვდა.

ფაჩულია უკვე გუნდისთვის ძველებურად სასარგებლო არაა, მხოლოდ დაცვაში ფარქვეშ დამაჯერებლად თამაშობს და მოხსნებში კარგია.

ლიგაში უკვე ბევრი გუნდი თამაშობს მძიმე ცენტრის გარეშე, ჯორდან ბელი ფიზიკურად ძლიერია, ფლანგზეც შეუძლია თამაში და მართალია, ტრავმის გამო ბევრი გაუცდა, თუმცა გუნდის მომავალი ძირითადი ცენტრია".
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 16 /
უკვე იმდენს მიაღწია, რომც წამოვიდეს, კვალი უკვე დატოვა NBA-ში.
dato
08 ივნისი 2018 07:59
1
ერთხელ ათამაშა და ზაზმ 16 ქულა და მგონი 9 მოხსნა დააფიქსირა. მერე გაიყვანა და აღარ შემოიყვანა, აქაოდა ორმაგი დუბლი არ გააკეთოს, არ დავიღუპოთო?! მერე საერთოდ აღარ ათამაშა. ახლა პლეიოფში ერთხელ 3 წუთი ათამაშა და 6 ქულა გააკეთა, ვიღაცამ იხუმრა ლებრონივით 47 წუთი, რომ ათამაშონ 94 ქულას მიაღწევსო. ეს რა თქმა უნდა ასე ვერ იქნება, მაგრამ სათამაშოდ თუ არ შეიყვანეს სათადარიგოთა სკამიდან ვერც ჩააგდებს და ვერც მოხსნის!!! მოკლედ ისეც არ მეხატებოდა გულზე ეს ნბა, ახლა კი მთლად შემზიზღდა!!!
aburjga
08 ივნისი 2018 06:51
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული