ამერიკელი ჟურნალისტი: ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტს" დატოვებს და შესაძლოა, კარიერაც დაასრულოს

AutoSharing Option
გადაწყვეტილია, რომ ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტს" დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი და "უორიორსის" ახალი ამბების მიმომხილველი ენტონი სლეიტერი ავრცელებს.

უფრო მეტიც, ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ ქართველმა ცენტრმა შესაძლოა, სულაც კარიერა დაასრულოს, თუმცა, თუ ეს არ გააკეთა, ის "გოლდენ სტეიტის" რიგებში არცერთ ვარიანტში აღარ იასპარეზებს.

34 წლის ფაჩულიამ გასულ სეზონში 69 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 57 ძირითად ხუთეულში დაიწყო.

ის საშუალოდ 5,4 ქულას, 4,7 მოხსნასა და 1,6 შედეგიან გადაცემას აკეთებდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ცენტრმა NBA
-ს ჩემპიონობა ზედიზედ მეორე სეზონში მოიპოვა.

altზედიზედ მეორედ! - ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონია! [VIDEO]

altროგორ აღნიშნა "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს ჩემპიონობა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
სირცხვილია ბოისა იყოს ნაკრებსი და ზაზა არა როგორ გვჩირდები ზაზა ფარზე ზერბეტან მოხსნებსი
შოთა გუგეშაშვილი
19:49 13-06-2018
0
ზაზა გულითადათ გილოცავთ. საქართველოს ნაკრებს ჭირდება შენი თავი, გამოიჩინე თავმდაბლობა სამშობლოს სიყვარულისთვის, რომელიც მხოლოდ დიდ ადამინებს ჩვევიათ, დაუბრუნდი და დაეხმარე საქართველოს ნაკრებს, ამ გადამწყვეტ თამაშებში. მიიღე ეს როგორც ქართველი ხალხის და გულშემატკივრების თხოვნა. დიდი ფეხბურთელი მესიც ხომ დაბრუნდა ნაკრებში.
nugo
14:05 12-06-2018
1

სიახლეები პოპულარული