ზაზა ფაჩულია: პლეი-ოფებში თავს როგორც გუნდის მწვრთნელი, ისე ვგრძნობდი

AutoSharing Option
სეზონის დასრულებისა და მეორე საჩემპიონო ბეჭდის მოგების შემდეგ ამერიკულ მედიასთან "გოლდენ სტეიტის" ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ ისაუბრა.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რამდენად რთული იყო, შეგუებოდა უთამაშებლობას.

"რა თქმა უნდა, მინდოდა თამაში, რადგან კალათბურთი ჩემი ცხოვრებაა, მაგრამ ხანდახან გიწევს, შენთვის უსიამოვნო სიტუაციას შეეგუო.

15 წელი გავატარე NBA-ში და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ვთვლი, რომ გასულ სეზონში გუნდისთვის მაინც სასარგებლო ვიყავი.

პლეი-ოფებში თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს მწვრთნელი ვიყავი. სტივ კერთან ბევრს ვსაუბრობდი და მივხვდი, თუ როგორი რთულია, იყო გუნდის მწვრთნელი", - აღნიშნა ფაჩულიამ.

alt

ამერიკელი ჟურნალისტი: ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტს" დატოვებს და შესაძლოა, კარიერაც დაასრულოს

მკითხველის კომენტარები / 6 /
კერის ასისტენტად რო დარჩე არ იქნება ცუდი ვარიანტი... იფიკრე მაგაზე
reali
12 ივნისი 2018 17:40
3
ამაზე, კერიმ უნდა იფიქროს.
სოსო
13 ივნისი 2018 13:26
0
ზაზა უფალმა დაგლოცოს და გაგახაროს შენს ოჯახთან ერთად, სიამაყე ხარ ყველა იმ ქართველისთვის ვისაც სამშობლო უყვარს და ქართველობით ამაყობს. ან როგორ არ ვიამაყოთ, როცა ჩვენთვის ნბა-ს თამაშების ყურებაც კი დიდ სიხარულად ითვლებოდა, თუ ამის საშუალება მოგვეცემოდა, შემდეგ შენ უკვე ქართველები შეგვაჩვიე, რომ ენბა-ში ქართველი თამაშობს და აი ახლა უკვე ჭეშმარიტ ქართველთა დიდი სიამაყე ხარ, რომ საქართველოს ჰყავს ნბა-ს ორგზის გამარჯვებული, ორი ბეჭდის მფლობელი. და ეს ყველაფერი შენ ზაზა, ყველასთვის გასაგები უნდა იყოს რა შრომის, ოფლის ღვრის, მოთმინების და ბოლოს ფინანსურად როგორი დიდი წვალებისა და მატერიალურად დანაკლისის ფასად დაგიჯდა, მაგრამ შენ ქართველებს შეუქმენი საამაყო ისტორია, გაჭერი გზა და შექმენი პრეცენდენტი ქართველ ნიჭიერ კალათბურთელთა მიერ უმაღლესი მწევრალების დასაპყრობად. ბატონო ზაზა ამისათვის დიდი და უღრმესი მადლობა. გაიხარე და გამრავლდი.
გაიოზ გოშაძე
13 ივნისი 2018 11:00
0
რაიმეზე დასაქმდება ბოლო ბოლო ტხუტმეტი წელი ტამასობს კაცი ამერიკასი ზაზა ზუპერ
შოთა გუგეშაშვილი
17 ივნისი 2018 12:47
0
ეს რა იუმორისტული კომენტარია? თურმე ეკონომიურად ძალიან უჭირს.იმდენ ოფლს ღვრის რომ კალორიები რომ მიიღოს იმის საშუალება არა აქვს.მაგის %-ლი დამსახურება გოლდენ სტეიტის გამარჯვებაში ალბათ0,00001%-იც არ არის.ხოლო საქართველოს ნაკრებში კარგად სულ რამდენიმე თამაში აქვს ჩატარებული.
გაიოზ გოშაძეს
14 ივნისი 2018 13:22
12
უმადურო და ღვარძლიანო, წარმოდგენა მაინც გაქვს 0,00001% -ი რას ნიშნავს, ამისთვის გადაიხდიან ნბა-ს კლუბის მეპატრონეები წელიწადში 2 მლნ დოლარს? თუ იქაც საქართველოა და ნაცნობობით ხდება გუნდში აყვანა. უმადურობა დიდი ცოდვაა, მაგრამ გაეგება რამე შენნაირ კაცს ასეთების?
დდდ
20 აგვისტო 2019 17:27
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული