"კარიერის დასასრულებლად ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მზად არ ვარ"

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას თქმით, ის კარიერის დასრულებას არ აპირებს.

"გოლდენ სტეიტის" ქართველი ცენტრი პირველი ივლისიდან თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს და ყველა შემოთავაზებას განიხილავს.

ფაჩულიამ კომენტარი ტელეკომპანია "მაესტროსთან" გააკეთა.

"კარიერის დასასრულებლად ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მზად არ ვარ. ვფიქრობ, რომ რამდენიმე წელი თამაში კიდევ შემიძლია და ამას ვაპირებ.

პირველი ივლისიდან თავისუფალი აგენტი ვხდები და ამის შემდეგ გახდება ცნობილი ჩემი მომავალი", - აღნიშნა ფაჩულიამ.

altზაზა ფაჩულია: პლეი-ოფებში თავს როგორც გუნდის მწვრთნელი, ისე ვგრძნობდი

altამერიკელი ჟურნალისტი: ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტს" დატოვებს და შესაძლოა, კარიერაც დაასრულოს

მკითხველის კომენტარები / 12 /
კარგია რო თამაში გინდა...გადმოდი ევროპაში და რეალი ან ბარსა მიგიღებს...თან რუსებს გავამწარებთ და ნაკრებსაც დაეხმარები....
ედუარდ ზარანდია
09:46 08-07-2018
0
რაო, რამდენიმე წელიო?! ზაზა, ძალიან გვიყვარხარ ქომაგებს და დარჩი რეალისტად. წესით, კიდევ ერთი ან ორი სეზონია შენი მაქსიმუმი ნბა-ში. ამის მერე გირჩევ აქ ჩამოხვიდე და ქართული კალათბურთის სამსახურში ჩადგე. იმედია, შემდეგ არჩევნებზე ფედერაციის პრეზიდენტი გახდები და ჩვენს კალათბურთსაც ეშველება.
Fani
12:05 03-07-2018
0

სიახლეები პოპულარული