ზაზა ფაჩულიას სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ოფიციალური Facebook-გვერდი აქვეყნებს.

"ზაზა ფაჩულიას NBA-ს ორგზის ჩემპიონობა მივულოცეთ.

განათლებასთან ერთად, სპორტის განვითარება ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის.

დიდი მადლობა ზაზას ყველაფრისთვის, რასაც ის ქვეყნისათვის აკეთებს!", - წერია პრემიერ-მინისტრის გვერდზე.

აღნიშნული ჯილდოს მიღებას სოციალურ ქსელში თავად ფაჩულიაც გამოეხმაურა.

"მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბ-ნ მამუკა ბახტაძეს და კულტურისა და სპორტის მინისტრს, ბ-ნ მიხეილ გიორგაძეს სპორტის რაინდის წოდების მონიჭებისათვის", - წერს ფაჩულია.

შეგახსენებთ, რომ ფაჩულიამ NBA-ს საჩემპიონო ბეჭედი ზედიზედ მეორედ მოიგო. ის ამჟამად თავისუფალი აგენტია.

alt"კარიერის დასასრულებლად ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მზად არ ვარ"

altიანგი ხალათით, ლებრონის დაცინვა და შიო ხეცურიანი - "გოლდენ სტეიტის" საჩემპიონო აღლუმი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული