Hoopshabit.com: ზაზა ფაჩულიას 3 მიზანი მომდევნო სეზონისთვის

AutoSharing Option
"დეტროიტ პისტონსმა" "გოლდენ სტეიტ უორიორსის" ცენტრი ზაზა ფაჩულია მიმდინარე სეზონის წინ დაიმატა, რათა საკუთარი გუნდისთვის დამატებითი ენერგია მიეცა.

მიუხედავად იმისა, რომ ანდრე დრამონდი აუცილებლად მთავარი ცენტრი იქნება, ფაჩულიას შეუძლია გუნდს მისცეს ის რაღაც, რაც დრამონდს აკლია.

გარდა ამისა, ზაზა დრამონდის შესანიშნავი შემცვლელი იქნება. ანდრემ მოახერხა, რომ კარიერის ამ მომენტისთვის ტრავმები აერიდებინა, თუმცა გამორიცხული არაფერია. მართალია, ფაჩულია არ არის იმავე დონეზე, რა დონეზეც მისი კონკურენტია, თუმცა ის ვეტერანი დუბლიორის როლს მოირგებს.

ეს სეზონი ზაზასთვის რიგით მე-16 იქნება NBA-ში. იგი "გოლდენ სტეიტიდან"
მოდის, სადაც გამარჯვებას არის მიჩვეული. მიუხედავად იმისა, რომ ის ამ გამარჯვებების მთავარი მიზეზი არ ყოფილა, მისი გამარჯვებულის მენტალიტეტი გუნდს აუცილებლად დაეხმარება.

Hoopshabit.com-მა ქართველ ფორვარდს 2018-19 წლების სეზონისთვის სამი მთავარი მიზანი დაუსახა:

1. შეინარჩუნოს საშუალო დისტანციიდან სროლის ხარისხი
გასულ სეზონში ზაზამ 3-5 მეტრის დისტანციიდან ნასროლი ბურთების 50 პროცენტი ბადეში მოაქცია. ეს საშუალოზე მაღალი შედეგია ზაზას საშუალო შედეგთან შედარებით მთელი კარიერის განმავლობაში. დრამონდთან შედარებით, ზაზა ამ კომპონენტში უკეთესია. ამასთან ერთად, ფაჩულიას შეუძლია ზონები გაუხსნას ისეთ მოთამაშეებს, როგორებიც არიან რეგი ჯექსონი და ბლეიქ გრიფინი.

გასულ სეზონში ამ დისტანციიდან მან 27-ჯერ ისროლა. ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია, თუმცა 2014-15 წლების სეზონში, როცა ქართველი კალათბურთელი "მილუოკიში" თამაშობდა, ამ პოზიიიდან 166 სროლა შეასრულა.

ამ სეზონში სროლების რიცხვი ასეთი მაღალი აღარ იქნება, თუმცა ზაზა აუცილებლად დაეხმარება თანაგუნდელებს.

2. პასის რაოდენობის გაზრდა
ძალიან ცოტა ფორვარდს შეუძლია იპოვოს თანაგუნდელი პერიმეტრთან, ფაჩულიამ კი ბოლო წლებში ეს კომპონენტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. წინა სეზონში 36 წუთში ის საშუალოდ 4 პასს აკეთებდა, თუმცა, ამავდროულად, შარშან ის საშუალოდ 14,1 წუთს თამაშობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მომატება შეუძლია.

თუ ფაჩულია ბურთით ხელში ირგვლივ მიმოიხედავს, აუცილებლად დაინახავს თანაგუნდელებს, რომლებსაც შეტევის უკეთ გაგრძელება შეეძლებათ. გრიფინს და ზაზას შეუძლიათ, შექმნან დიდი კაცების საინტერესო წყვილი, რომლებმაც იციან, როგორ უნდა შეუქმნან პრობლემები მეტოქეს.

3. ჯანმრთელობის მდგომარეობა
საბედნიეროდ, ზაზა ფაჩულიას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა არასდროს ჰქონია. ის მინიმუმ 52 მატჩს თამაშობდა სეზონში მთელი კარიერის განმავლობაში. ცხადია, ის ძირითადი ხუთეულის წევრად არ განიხილება, თუმცა აუცილებლად მოუწევს დრამონდის შეცვლა. მას შეუძლია საშუალოდ 15-20 წუთი დაჰყოს პარკეტზე და ის მუდამ მზად უნდა იყოს. იმედია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დარჩება ისეთივე მყარი, როგორიც ის აქამდე იყო და ქართველი ცენტრის ტრავმა დვეინ ქეისის პრობლემებს არ შეუქმნის.

შეგახსენებთ, რომ NBA-ს 2018/19 წლების სეზონი 16 ოქტომბერს დაიწყება.

altpistons.com: ფაჩულია დრამონდის დუბლიორი იქნება და გუნდს პლეი-ოფში გასვლაში დაეხმარება

altგამარჯვებულის მენტალიტეტი, მაღალი IQ - "დეტროიტის" საიტი ზაზა ფაჩულიას აფასებს და მის როლზე საუბრობს

მკითხველის კომენტარები / 4 /
რა იყო გაუგებრობის მიზეზი ჩემძთვის უცნობია.
ჩემთვის ეჭვს არ იწვევს ზაზას საჭიროება და მისი პროფესიონალიზმი.
ზაზა არის ის კაცი, რომელმაც ერთერთი უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა
იმაში, რომ ჩვენი ნაკრები ევროპაში წამყვან როლებს თამაშობდა.
მნიშვნელოვანია ზაზას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.
მე მგონია ეხლაც შეიძლება ზაზასთან ლაპარაკი და მისი ნაკრებში დაბრუნება, თუ მან საკალათბურთო კარიერაზე უარი არ განაცხადა.
გია
15:48 04-10-2018
0
რა გინდა,გიტარასავით აქვს ზაზას აწყობილი საქმე.
status quo
17:51 11-09-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული