კომპოსტელაში ჩატარებულმა მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია და ძალიან საინტერესოდ წარიმართა. პირველი ტაიმი თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის გუნდმა 44:42 მოიგო. თამაშის სურათი არც მესამე მეოთხედში არ შეცვლილა, მეოთხე პერიოდში კი "რეალი" თავიდანვე 7 ქულით წინ გაიჭრა, მოპოვებული უპირატესობა ხელიდან არ გაუშვა და გაიმარჯვა.
შენგელიამ 17:21 წუთში 12 ქულა ჩააგდო, 3-ჯერ მოხსნა ბურთი და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ჯენინგმა 18:13 წუთში მხოლოდ 2 ქულა შესძინა თავის გუნდს, 2-ჯერ მოხსნა ბურთი და 3 შედეგიანი პასი
15 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მადრიდელი ლული იყო.
შეგახსენებთ, გუშინ ამ ტურნირის ნახევარფინალში "ბასკონიამ" "ბარსელონას" 79:76 სძლია.
ვფიქრობ, რომ მწვრთნელმა წააგო თამაში.