"ბასკონია" ესპანეთის სუპერფინალში "რეალთან" 73:80 დამარცხდა

AutoSharing Option
ესპანეთის სუპერთასის ფინალში "ბასკონია" "რეალთან" 73:80 დამარცხდა.

კომპოსტელაში ჩატარებულმა მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია და ძალიან საინტერესოდ წარიმართა. პირველი ტაიმი თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის გუნდმა 44:42 მოიგო. თამაშის სურათი არც მესამე მეოთხედში არ შეცვლილა, მეოთხე პერიოდში კი "რეალი" თავიდანვე 7 ქულით წინ გაიჭრა, მოპოვებული უპირატესობა ხელიდან არ გაუშვა და გაიმარჯვა.

შენგელიამ 17:21 წუთში 12 ქულა ჩააგდო, 3-ჯერ მოხსნა ბურთი და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ჯენინგმა 18:13 წუთში მხოლოდ 2 ქულა შესძინა თავის გუნდს, 2-ჯერ მოხსნა ბურთი და 3 შედეგიანი პასი
მიითვალა.

15 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მადრიდელი ლული იყო.

შეგახსენებთ, გუშინ ამ ტურნირის ნახევარფინალში "ბასკონიამ" "ბარსელონას" 79:76 სძლია.

altშენგელიას და ჯენინგის ბასკონიამ სუპერფინალის ნახევარფინალში ბარსელონას სძლია და დღეს ფინალში "რეალს" შეხვდება

მკითხველის კომენტარები / 2 /
გაუგებარია ბასკონიას მწვრთნელის გადაწყვეტილება, როცა IV მეოთხედის ბოლოს არ გამოიყვანა წამყვანი კალათბურთელები.
ვფიქრობ, რომ მწვრთნელმა წააგო თამაში.
ვერ გავიგე
12:44 23-09-2018
0
მოკლედ რა, რეალის გარდა ყველას უგებს
Brooklyn
03:31 23-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული