გიორგი შერმადინმა ანდალუზიის თასი მოიგო, მაკფადენმა კი "ტოიოტას თასზე" გაიმარჯვა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინმა ანდალუზიის თასი მოიგო. ეს არაოფიციალური, წინასასეზონოდ მოსამზადებელი მინი-ტურნირია, რომლის ფინალშიც ქართველი ცენტრის "უნიკახამ" "ბეტისი" 102:65 გაანადგურა.

ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 16:03 წუთში 11 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში), 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა.

გიორგიმ 10-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

"ტოიოტას თასის" ეგიდით ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის – თად მაკფადენის "იბეროსტარმა".

ტენერიფელებმა "გრან კანარიას" 79:71
სძლიეს, მაკფადენი კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 22:05 წუთში 7 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა.

თადმა 3-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო გამოიყენა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.

altგიორგი შერმადინი: მინდა ბოდიში მოვუხადო გულშემატკივარს


მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული