გიორგი შერმადინის 10 ქულა და გამარჯვება ვალენსიასთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი გამარჯვებით და 10-ქულიანი თამაშით გახსნა გიორგი შერმადინმა. ქართველი ცენტრის “უნიკახამ” პირველ ტურში “ვალენსიას” უმასპინძლა და 86:73 დაამარცხა.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე კი მთლიანობაში 16:34 წუთით გამოჩნდა და თავო 10 ქულასა და 2 მოხსნას მოუყარა. გიორგიმ 9-დან 5 ორქულიანი ჩააგდო.

გამარჯვებულთა შორის საუკეთესოები ალბერტო დიასი (17 ქულა, 3 პასი, 2 მოხსნა), ხაიმე ფერნანდესი (14 ქულა, 5 პასი, 2 მოხსნა) და კაილ ვილტიერი იყვნენ (15 ქულა). თუმცა, შედეგიანობით ყველას “ვალენსიას” წევრმა ბოიან დუბლიევიჩმა აჯობა, რომელმაც შეხვედრა 19
ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა.

მეორე ტურში, 4 ოქტომბერს, “უნიკახა” სტუმრად “ფუენლაბრადას” ეთამაშება.

GBF.GE

altშენგელიას 21 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი სარაგოსასთან მოგებულ მატჩში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული