eurobasket: თორნიკე შენგელია ლიგა ენდესას ტურის საუკეთესო მოთამაშეა

AutoSharing Option
eurobasket-მა ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის საუკეთესო კალათბურთელად თორნიკე შენგელია დაასახელა.

"ქართველი ლეგიონერი გამორჩეული იყო - 21 ქულა ჩააგდო, 8-ჯერ მოხსნა ბურთი და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. სეზონი მხოლოდ ახლა იწყება და ჯერ ადრეა რამეზე ლაპარაკი, მაგრამ მისი სტატისტიკა შთამბეჭდავია. ის ძალიან გამოცდილია და მუდმივად პროგრესირებს.

თორნიკეს შემდეგ ყველაზე გამორჩეული ბარსელონელი ანტე ტომიჩი გახლდათ (21 ქულა და 6 მოხსნა) და "მურსიას" ცენტრი მარკოს დელია (21 ქულა და 5 მოხსნა)", - აღნიშნავს საიტი.

altშენგელიას 21 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი სარაგოსასთან

მოგებულ მატჩში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული