euroleague.net: თორნიკე შენგელია ევროლიგის MVP-ის კანდიდატია

AutoSharing Option
ევროლიგის ოფიციალური ვებგვერდი თორნიკე შენგელიას იმ ათ კალათბურთელს შორის ასახელებს, რომლებიც, შესაძლოა, წლევანდელი სეზონის საუკეთესო მოთამაშეები გახდნენ.

"ბასკონიას" კალათბურთელი თორნიკე შენგელია გასული სეზონის ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული მოთამაშე იყო.

გასულ სეზონში მისი საშუალო მონაგარი 13,7 ქულა და 6,2 მოხსნა იყო თითოეულ თამაშში, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 18,2 ჰქონდა, რითაც ის ევროლიგის მოთამაშეებს შორის მესამე პოზიციაზე გავიდა.

რაც მთავარია, ეს მონაცემები მას ნამდვილ ლიდერად აქცევს. ევროლიგა 2019-ის ფინალური ეტაპი ვიტორიაში იმართება, სწორედ იმ ქალაქში, სადაც "ბასკონია" ასპარეზობს. თუ თორნიკე შარშანდელი სეზონის შედეგებს
გაიმეორებს, მას ექნება შანსი, გახდეს პირველი მოთამაშე, ვინც ევროლიგის MVP იმ ქალაქის გუნდიდან გახდება, სადაც ფინალური ეტაპი ჩატარდა" - ვკითხულობთ ევროლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ევროლიგაში საუკეთესოს გამორჩევა 2005 წლიდან დაიწყეს. მას შემდეგ 13-მა მოთამაშემ მოახერხა ამ ჯილდოს მოპოვება. ენტონი პარკერი ერთადერთი კალათბურთელია, რომელმაც ამ პრიზის მოგება ორჯერ მოახერხა.

alteurobasket: თორნიკე შენგელია ლიგა ენდესას ტურის საუკეთესო მოთამაშეა

altშენგელიამ ბერლინის "ალბას" 17:32 წუთში 17 ქულა ჩაუგდო

მომზადებულია euroleague.net-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
მგელი ხარ თოკო, უხ როგორ გბალეშიკობ, მიდი შებერე !
gagra
02 ოქტომბერი 2018 18:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული