ზაზა ფაჩულიამ "დეტროიტში" დებიუტი 10 ქულით აღნიშნა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 ოქტომბერს, ჩვენი დროით 02:00 საათზე, ზაზა ფაჩულიამ ახალი გუნდის, "დეტროიტ პისტონსის" მაისურით პირველი მატჩი გამართა.

წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდში "დეტროიტი" "ოკლაჰომას" ეწვია და ანგარიშით 97:91 დაამარცხა.

ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ეს მოსალოდნელი არც იყო, მაგრამ მან მოედანზე 14:26 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 10 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ბლოკი მოაგროვა, ხოლო ბურთი 2-ჯერ დაკარგა. ზაზამ 6-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 ჯარიმა ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ მასზე მეტი "დეტროიტში" მხოლოდ 3 კალათბურთელს: ანდრე დრამონდს (31),
სტენლი ჯონსონს (14) და გლენ რობინსონს (11) ჰქონდა.

"პისტონსის" წარმატებაში სოლიდური წილი აქვს დრამონდს, რომელმაც 34 წუთში 31 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა. მასპინძელთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო დენის შროდერი, ხოლო რასელ უესტბრუკს ოკლაჰომელთა გუნდში არ უთამაშია.

მომდევნო შეხვედრას ზაზა ფაჩულიას გუნდი 6 ოქტომბერს სტუმრად "სან ანტონიოსთან", ჩვენი დროით 04:30 საათზე გამართავს.

altYardbarker: ზაზა ფაჩულიამ, შესაძლოა, სეზონის შემდეგ კარიერა დაასრულოს

altზაზა ფაჩულია: ვერც ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ამ სტატუსს დავწერდი

alt"1:0 ფაჩულიების სასარგებლოდ, შენი ჯერია" - ზაზა სტეფ კარის [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
nakrebi ar unda daetovebina jer
2
რა კომენტარია, რა გჭირთ ხალხო. ვინ რას იბოღმება, წარმატებები ყველა ქართველს. შენგელია არაფერით ჩამოუვარდება ზაზას დდა წინაც წავა იმედია
gggg
15:41 04-10-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული