წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდში "დეტროიტი" "ოკლაჰომას" ეწვია და ანგარიშით 97:91 დაამარცხა.
ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ეს მოსალოდნელი არც იყო, მაგრამ მან მოედანზე 14:26 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 10 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ბლოკი მოაგროვა, ხოლო ბურთი 2-ჯერ დაკარგა. ზაზამ 6-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 ჯარიმა ჩააგდო.
აღსანიშნავია, რომ მასზე მეტი "დეტროიტში" მხოლოდ 3 კალათბურთელს: ანდრე დრამონდს (31), სტენლი ჯონსონს (14) და გლენ რობინსონს (11) ჰქონდა.
"პისტონსის" წარმატებაში სოლიდური წილი აქვს დრამონდს, რომელმაც 34 წუთში 31 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა. მასპინძელთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო დენის შროდერი, ხოლო რასელ უესტბრუკს ოკლაჰომელთა გუნდში არ უთამაშია.
მომდევნო შეხვედრას ზაზა ფაჩულიას გუნდი 6 ოქტომბერს სტუმრად "სან ანტონიოსთან", ჩვენი დროით 04:30 საათზე გამართავს.
Yardbarker: ზაზა ფაჩულიამ, შესაძლოა, სეზონის შემდეგ კარიერა დაასრულოს
ზაზა ფაჩულია: ვერც ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ამ სტატუსს დავწერდი
"1:0 ფაჩულიების სასარგებლოდ, შენი ჯერია" - ზაზა სტეფ კარის [VIDEO]