ლიგა ენდესას მე-3 ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახა" მადრიდში "რეალთან" 82:89 დამარცხდა.
სტუმრებმა მრისხანე მეტოქეს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და მასპინძლებმა მხოლოდ ბოლო მეოთხედში მოახერხეს მათი გატეხვა.
შერმადინი ამ სეზონში პირველად იყო სასტარტო შემადგენლობაში და 20:10 წუთში 10 ქულა ჩააგდო ( 8-დან 5 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო), 3-ჯერ მოხსნა ბურთი, ერთხელ დაუფარა მეტოქეს და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 15 იყო.
მოკლედ, თავისი გუნდიდან საუკეთესო გახლდათ.
მატჩის MVP კი მადრიდელი ვალტერ ტავარეში გახ
და, რომელმაც 14 ქულა ჩააგდო, 11-ჯერ მოხსნა ბურთი და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 27-ს გაუტოლდა.