სანაძემ "გიპუსკოაში" ჩატარებულ პირველ მატჩში 7 ქულა ჩააგდო

AutoSharing Option
დუდა სანაძისა და ბექა ბურჯანაძის "გიპუსკოა" ლიგა ენდესას მე-5 ტურში სტუმრად დამარცხდა "ხუვენტუდთან" 64:88.

სანაძემ 16:59 წუთში 7 ქულა ჩააგდო (5-დან 3 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), ერთხელ მოხსნა და 3-ჯერ დაკარგა ბურთი.

ბურჯანაძე ისევ არ იყო განაცხადში.

ქართველების გუნდმა ჩემპიონატის სტარტზე ხუთივე მატჩი წააგო და 28 ოქტომბერს "გრან კანარიას" მასპინძლობს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული