ბითაძე შეუჩერებელია - 26 ქულა და 10 მოხსნა "მორნარ ბართან" მატჩში

AutoSharing Option
ჩინებულად ასპარეზობს ამ სეზონში "მეგა ბემაქსი", რომლის ლიდერი ქართველი ცენტრი გოგა ბითაძეა.

ადრიატიკის ლიგის მე-5 ტურში სერბულმა გუნდმა მონტენეგროში "მორნარ ბარი" 84:80 დაამარცხა.

ბითაძემ 30:19 წუთში 26 ქულა შესძინა თავის გუნდს (7-დან 5 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი, 7-დან 7 საჯარიმო), 10-ჯერ მოხსნა ბურთი, სამჯერ დაუფარა მეტოქეს, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 35 იყო და მატჩის MVP გახდა.

"მეგა ბემაქსმა" ტურნირის სტარტზე ხუთივე შეხვედრა მოიგო და "ცრვენა ზვეზდასთან" ერთად ლიდერია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოჩაღ გოგა. უკვე ნორმად გვექცა მისი ასეთი კარგი თამაშები. იმედია მომავალი წლიდან NBA-ში ვნახავთ
გულშემატკივარი
11:53 29-10-2018
0
რა ბიჭი გვეზრდება, იოკიჩია ჩვენი და მგონი უკეთესიც იქნება!
ასი
11:36 29-10-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული