ქართველი ცენტრი მოედანზე სათადარიგო სკამიდან შევიდა და საბოლოო ჯამში პარკეტზე 16:45 წუთი გაატარა.
ამ ხნის განმავლობაში მან 5 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ზაზამ 3-დან 1 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
ზაზა ფაჩულიას მომენტები ბოსტონთან მატჩში
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 31 ქულა "სელტიქსის" ლიდერმა კაირი ირვინგმა ჩააგდო, რომელმაც თავის მონაგარს
"პისტონსს" ბლეიკ გრიფინმა და ანდრე დრამონდმა ულიდერეს. გრიფინმა 24 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა, ხოლო დრამონდმა - 17 ქულა და 12 მოხსნა.
ბოსტონი - დეტროიტი 108:105
წარმატებული სტარტის შემდეგ, სადაც "პისტონსმა" ზედიზედ 4 მატჩი მოიგო, "ბოსტონთან" მარცხი მათთვის რეგულარულში ზედიზედ მეორე გამოდგა. ამ მაჩვენებლით "დეტროიტი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, ხოლო "ბოსტონი" მესამეზეა.
მომდევნო შეხვედრას ზაზა ფაჩულიას გუნდი პირველ ნოემბერს, სტუმრად "ბრუკლინთან", ჩვენი დროით 03:30 საათზე გამართავს.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
ჰიუსტონი-პორტლენდი 85:104
მემფისი-ვაშინგტონი 107:95
ოკლაჰომა-ლეიკერსი 128:110
ტორონტო-ფილადელფია 129:112
შარლოტი-მაიამი 125:113
კლივლენდი-ატლანტა 136:114
ორლანდო-საკრამენტო 99:107