10:20 18-03-2024
დონჩიჩისა და იოკიჩის შოუ ირვინგმა მოიპარა - გამთამაშებლის საოცარი ტყორცნა და ბოლო წამზე მოგებული მატჩი [VIDEO]
AutoSharing Option
მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და შეხვედრა ოვერტაიმშიც გადავიდოდა, რომ არა კაირი ირვინგის ბოლო წამზე შესრულებული ურთულესი ტყორცნა.
"ტეხასელთა" სლოვენიელმა ვარსკვლავმა ლუკა დონჩიჩმა 37 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.
კაირი ირვინგმა 24 ქულა, 7 მოხსნა, 9 ასისტი და 3 ჩაჭრა დააგროვა.
"დენვერიდან" ჯამალ მარიმ საკუთარ გუნდს 23 ქულა, 4 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
"ნაგეთსის" ლიდერმა ნიკოლა იოკიჩმა თავი 16 ქულით, 11 მოხსნითა და 7 ასისტით გამოიჩინა.
ამრიგად, "დალას მავერიქსი" 39 მოგებითა და 29 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს. ჯეისონ კიდის გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 20 მარტს, "სან ანტონიო სპურსის" წინააღმდეგ გამართავს.
"დენვერ ნაგეთსი" 47 გამარჯვებითა და 21 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზეა. მაიკ მელოუნის გაწვრთნილი გუნდი 20 მარტს, "მინესოტა ტიმბერვულვზს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
სადღაც უნდა გაესროლა ირვინგს და გაისროლა კიდევაც, თუ ეგ ფორმაში ჩადგა, დალასი არავის არაფერს არ დაუთმობს ფლეიოფებში.
1
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ

უძრავი ქონება


140.00 k
225.00 k
220.00 k
350.00 k
სიახლეები
პოპულარული

