ფაჩულიას თანაგუნდელი: ზაზა მთელი გულით მეზიზღებოდა

AutoSharing Option
"დეტროიტის" ვარსკვლავმა ანდრე დრამონდმა Athletic-თან ინტერვიუში ზაზა ფაჩულიას შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ "პისტონსში" გადმოსვლამდე ზაზა ფაჩულია ძალიან ეზიზღებოდა.

ახალგაზრდა კალათბურთელის თქმით, ყველაფერი შეიცვალა, როცა ქართველი პირადად გაიცნო.

"ზაზა მთელი გულით მეზიზღებოდა. როცა ჩვენთან მოვიდა, მაშინ გავიგეთ, როგორია სინამდვილეში. როცა მასთან საუბრის შანსი გეძლევა და გაიგებ, როგორი ადამიანია, ერთადერთი, რასაც მის მიმართ გრძნობ, პატივისცემაა და ეს პატივისცემა მოდის იმ წამიდანვე, როცა მას თვალებში შეხედავ.

მასთან ერთად ერთ გუნდში ყოფნის, პირადად გაცნობის, მასთან საუბრის შემდეგ ვსწავლობ, საიდან იღებს მოტივაციას. ვიცი, რა
უთხრეს, როცა ჩემ წინააღმდეგ თამაშობდა და ახლა მშვენივრად მესმის მისი", - განაცხადა ანდრე დრამონდმა.

ზაზა ფაჩულია "დეტროიტს" მიმდინარე სეზონში "გოლდენ სტეიტიდან" შეუერთდა. ის და მისი გუნდი ამ ეტაპისთვის აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე პოზიციას იკავებენ.

altკაირი ირვინგის 31 ქულა და "ბოსტონმა" ზაზა ფაჩულიას "დეტროიტს" სძლია [VIDEO]

altზაზა ფაჩულია ყოფილ თანაგუნდელებს: თქვენ თამაშს კლავთ

altDetroit Free Press: ზაზა ფაჩულია ის მოთამაშეა, რომელიც პლეი-ოფში მონაწილე გუნდს სჭირდება

alt"დეტროიტის" მრჩეველი: ზაზა ის მოთამაშეა, ვისაც ნებისმიერი გუნდი ისურვებდა

მომზადებულია theathletic.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
უხეშია ძაან
სოსო
01 ნოემბერი 2018 08:47
0
გავიგე ზაზა ფულს არიგებსო, სად მივმართო? ომის ვეტერანი და მეც მეკუთვნის
ქართველი
31 ოქტომბერი 2018 23:26
3
ძალიან უცნაურია ამერიკელი გულშემატკივრებისა და კალათბურთელების დიდი ნაწილიც უარყოფითი დამოკიდებულება ზაზას მიმართ, ერთი-ორი საკამათო ეპიზოდი, ვიღაცის პროვოკაციული კომენტარი და მოულოდნელად ნბა-ს გულშემატკივართა უმრავლესობისთვის ზაზა ყველაზე უხეშ და "ბინძურ" მოთამაშედ გადაიქცა, როცა ყველამ ვიცით რომ ზაზა ნამდვილად ღირსეული სპორტსმენია
გულშემატკივარი
31 ოქტომბერი 2018 14:36
3
ხოდა პოპოვიჩ შენი დედაც შენ დიდო მწვრთნელო და პატარა ინდივიდო
ზვიადი
31 ოქტომბერი 2018 14:17
2
კიდევ ბევრი გაიგებს ვინც არ იცის, რა მაგარი კაციცაა ზაზა და რა მაგარი კალაბურთელი. თუნდაც საქართველოში...
შოთა
31 ოქტომბერი 2018 12:33
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული