ფაჩულიას თანაგუნდელი: ზაზა მთელი გულით მეზიზღებოდა

AutoSharing Option
"დეტროიტის" ვარსკვლავმა ანდრე დრამონდმა Athletic-თან ინტერვიუში ზაზა ფაჩულიას შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ "პისტონსში" გადმოსვლამდე ზაზა ფაჩულია ძალიან ეზიზღებოდა.

ახალგაზრდა კალათბურთელის თქმით, ყველაფერი შეიცვალა, როცა ქართველი პირადად გაიცნო.

"ზაზა მთელი გულით მეზიზღებოდა. როცა ჩვენთან მოვიდა, მაშინ გავიგეთ, როგორია სინამდვილეში. როცა მასთან საუბრის შანსი გეძლევა და გაიგებ, როგორი ადამიანია, ერთადერთი, რასაც მის მიმართ გრძნობ, პატივისცემაა და ეს პატივისცემა მოდის იმ წამიდანვე, როცა მას თვალებში შეხედავ.

მასთან ერთად ერთ გუნდში ყოფნის, პირადად გაცნობის, მასთან საუბრის შემდეგ ვსწავლობ, საიდან იღებს მოტივაციას. ვიცი, რა
უთხრეს, როცა ჩემ წინააღმდეგ თამაშობდა და ახლა მშვენივრად მესმის მისი", - განაცხადა ანდრე დრამონდმა.

ზაზა ფაჩულია "დეტროიტს" მიმდინარე სეზონში "გოლდენ სტეიტიდან" შეუერთდა. ის და მისი გუნდი ამ ეტაპისთვის აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე პოზიციას იკავებენ.

altკაირი ირვინგის 31 ქულა და "ბოსტონმა" ზაზა ფაჩულიას "დეტროიტს" სძლია [VIDEO]

altზაზა ფაჩულია ყოფილ თანაგუნდელებს: თქვენ თამაშს კლავთ

altDetroit Free Press: ზაზა ფაჩულია ის მოთამაშეა, რომელიც პლეი-ოფში მონაწილე გუნდს სჭირდება

alt"დეტროიტის" მრჩეველი: ზაზა ის მოთამაშეა, ვისაც ნებისმიერი გუნდი ისურვებდა

მომზადებულია theathletic.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
უხეშია ძაან
სოსო
08:47 01-11-2018
0
გავიგე ზაზა ფულს არიგებსო, სად მივმართო? ომის ვეტერანი და მეც მეკუთვნის
ქართველი
23:26 31-10-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული